Home Blog Page 3

4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $5.5 მილიონის ხურმა და კარალიოკი გავიდა

0

020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 10 332 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, შედეგად, ქვეყანამ 5.5 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმის და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა – 38%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 510 ტონა), უკრაინასა (3 121 ტონა) და სომხეთში (2 556 ტონა) გავიდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

წყარო:bm.ge

აქვს თუ არა სულგუნს პერსპექტივა ნიდერლანდების ბაზარზე? – ელჩის პასუხი

0

ვფიქრობ, ჰოლანდიელი მომხმარებელი მოხარული იქნება, თუ ქართულ ტრადიციულ ყველს სამშობლოში დააგემოვნებს, – ამის შესახებ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰოლანდიელები ყველის დიდი მოყვარულები არიან. ქართული ტრადიციული ყველის სახეობების, მაგალითად სულგუნის ჰოლანდიურ პერსპექტივებზე საუბრისას კი, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარულია ნიდერლანდებში. „პანდემიამდე ბევრი ჰოლანდიელი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ისინი კვლავ ჩამოვლენ. მათ ძალიან უყვართ საქართველო, ქართული პროდუქტები. ასე რომ ვფიქრობ, ისინი მოხარულები იქნებიან რომ თავიანთ ქვეყანაშიც დააგემოვნონ [ქართული ყველი]“, – აღნიშნა ელჩმა.

თუმცა, მისივე თქმით, იმისათვის რომ საქართველომ რძის პროდუქტების ექსპორტი განახორციელოს, საჭიროა საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილება.

„ხდება ხარისხის კონტროლი, არსებობს DCFTA საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესში. ასევე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიზანია საკვების უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით წარმოების ხელშეწყობა. ასევე ქართული ღვინოც.. ვისურვებდი რომ უფრო მეტი ქართული ღვინო მენახა ნიდერლანდების სუპერმარკეტებში, ვინაიდან მას კარგი სახელი აქვს და ხალხს უყვარს ეს პროდუქცია“, – აღნიშნა ჰოლანდიელმა დიპლომატმა.

მანვე ქართული სოფლის მეურნეობის და რძის პროდუქტების ექსპორტის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს შეეძლოს იმდენი რძის წარმოება, რომ იმპორტი ჩაანაცვლოს და წარმოება საკვების უსაფრთხოების სტადარტს შეესაბამებოდეს.

„ადგილობრივი წარმოების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს განსაკუთრებით ჩვენ დავინახეთ პანდემიის პირობებში, რათა ქვეყანა იყოს თვითკმარი ამ კუთხით და ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია, როგორც რეგიონულმა სოფლის მეურნეობის ჰაბმა“, – დასძინა ელჩმა.

წყარო:bm.ge

“ნოსტე” – 20 მლნ ლარის ინვესტიციით ბაზარზე ქათმის ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი გამოჩნდა

0

კასპის რაიონში სოფელ ზემო ჩოჩეთში არსებული ქათმის ფერმა კომპანია „ჯი პი პი“-მ 20 მლნ ლარის ინვესტიციით გააფართოვა და განავითარა, შედეგად კი, ბაზარზე ქათმის პროდუქტების ახალი ბრენდი „ნოსტე“ გამოჩნდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფირცხალაიშვილი BM.GE-ისთან ყვება, რომ კომპანია „ჯი პი პი“ 2018 წელს დაარსდა, თუმცა ფერმის ამოქმედების იდეა ორი წლით ადრე გაჩნდა.

„საქართველოს ბაზარზე ქათმის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ადგილობრივი რესურსი არასაკმარისია, ამიტომ გადავწყვიტეთ მეფრინველეობაში ინვესტირება. კასპის რაიონში მოქმედ ფერმასთან საერთო ძალისხმევით მეურნეობა გავაფართოვეთ და კომპლექსური საწარმო შევქმენით, რომელიც ქათმის ხორცის წარმოების სრულ ციკლს მოიცავს“, – განაცხადა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

დღეს ფერმის სამეურნეო პროცესი ოთხ ლოკაციაზე 32 ჰა-ზეა განაწილებული. მეფრინველეობა წლიურად 8 მლნ-მდე კვერცხს აწარმოებს, საიდანაც 2 მლნ-მდე ფრთა ბროილერის ქათამია, რაც წლიურად, დაახლოებით, 3 000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას გულისხმობს.

„მეურნეობის გაფართოებისა და განვითარებისთვის 20 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოს ბანკისგან, ასევე სახელმწიფო პროგრამებით მივიღეთ. “შეღავათიანი აგრო-კრედიტით” – 1.5 მლნ ლარი, ხოლო “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით – 5 მლნ ლარის თანადაფინანსება მივიღეთ. დასაქმებულთა რაოდენობა 200 ადამიანს აღწევს, საიდანაც უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია”, – აცხადებს „ჯი პი პის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ ფერმის ამოქმედება გაცილებით ადრე იგეგმებოდა.

„ფერმის გახსნა ზაფხულამდე იყო დაგეგმილი, თუმცა მშენებლობის პროცესებმა გრაფიკის ცვლილება გამოიწვია და ზუსტად პანდემიის დროს მოგვიხდა ბაზარზე შესვლა. ასეთ გარემო-პირობებში ახალი პროდუქტის სახელის დამკვიდრება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, ამ გამოწვევას კარგად გავუმკლავდით”, – აცხადებს ფირცხალაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღეს კომპანია „ჯი პი პი“ წარმოებულ პროდუქტს მომხმარებელს „ნოსტე“-ს სახელწოდებით სთავაზობს, რისთვისაც თბილისის მასშტაბით საფირმო მაღაზიები გაიხსნა.

„ნოსტე“-ს ნედლი პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვენსავე საფირმო მაღაზიებში. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით, 20-მდე ობიექტი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინულ პროდუქციას სხვადასხვა ქსელურ მარკეტებშიც შეხვდებით”, – აღნიშნა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

ადგილობრივი ბაზრის შემდეგ კი, კომპანია პროდუქციის ექსპორტს რეგიონის ქვეყნებში გეგმავს.

„ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და მოსახლეობის მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფაა, თუმცა წარმადობა გვაძლევს საშუალებას, რომ ექსპორტზეც ვიმუშაოთ. ამ ეტაპზე კომპანიას წიწილები ექსპორტზე სომხეთში გაჰყავს, სადაც თვიურად დაახლოებით 350 000 ცალი წიწილა რეალიზდება. სამომავლოდ კი, გაყინული პროდუქციის ექსპორტის განვითარებას მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ვფიქრობთ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა „ჯი პი პის“ დირექტორმა.

წყარო:bm.ge

FAO-მ სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით ტრეინინგების ციკლი ჩაატარა

0

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამაში (NAITS) ჩართული, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) თანამშრომლებისთვის, გენდერის ცნობიერების ასამაღლებელი ტრეინინგების ციკლი ჩაატარა.

ტრეინინგში მონაწილეობა, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებმა სეს-ის 41-მა თანამშრომელმა მიიღო. ტრეინინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაცის იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები, სოციალურ- ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო საქმიანობის დროს აწყდებიან. FAO-ს გენდერული ჩართულობისა და სპეციალისტის სალომე ქინქლაძის განმარტებით, გენდერის საკითხების გააქტიურება, განსაკუთრებით კი რეგიონებისა და სოფლების დონზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა ინფორმირებულობის ზრდას და წაახალისებს მათ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში. ,,სოფლის მეურნეობაში გენდერული გამოწვევების იდენტიფიცირება და მისი ანალიზი, ხოლო, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, FAO–ს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, გაზრდის ქალი ფერმერების ინფორმაციაზე თუ სხვა რესურსებზე წვდომას, ქალთა თავდაჯერებულობას, შედეგად კი, ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ სიძლიერეს.“ – განაცხადა ქინქლაძემ. წელს, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ქალთა მიმართ გენდერულმა უთანასწორობამ და ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. გაიზარდა ქალაქად თუ რეგიონებში მცხოვრები ქალების ფიზიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა. გასული წლის მანძილზე, მსოფლიოში, 243 მილიონი ქალი და გოგონა მათი პარტნიორებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა. თუმცა არსებული სტიგმის გამო, ძალადობის მსხვერპლი ქალების 40%-ზე ნაკლებმა მიმართა, დახმარების თხოვნით, შესაბამის უწყებებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, FAO მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და საგრანტო კონკურსებს გეგმავს. ტრეინინგების ციკლი შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობისა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

წყარო:ipress.ge