რას სთავაზობს ფერმერებს და სხვა მომხმარებლებს ბიუ ტერას სასუქი?
“ბიუ ტერას კომპოსტირებული სასუქის დანერგვით ფერმერს მაღალმოსავლიანობა და ნაყოფიერება უზრუნველყოფილი აქვს”, – ამის შესახებ “ჩირინას” კომპოსტირების კომპლექსის პროექტის მენეჯერმა ირაკლი ლომიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.
ცნობისთვის, ბიუ ტერას სასუქი ფრინველის ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღება.
“ფერმერი ჩადებულ თანხას 3-4 წლის განმავლობაში ამოიღებს. ბიუ ტერას სასუქი ნიადაგს აახლებს და მის გრძელვადიან ეფექტიანობასაც უზრუნველყოფს. ფერმერს ეს გაცილებით უკეთეს შედეგს მისცემს, ვიდრე მინერალური სასუქი, თუმცა თუ ორივეს გამოყენებას გადაწყვეტს, პრობლემა არც ამაში იქნება.
ბიუ ტერას კომპოსტირებული სასუქი ძალიან პოპულარულია ევროპაში და ამერიკაში. გამოიყენება როგორც მევენახეობაში, ასევე ყველანაირ მეურნეობაში. გვალვიანობის საწინააღმდეგოდაც შეგვიძლია მისი გამოყენება.
ის სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, როგორც ფერმერებზე, ასევე მათთვისაც, ვისაც სახლში სურს მცენარის გაზრდა”, – განაცხადა ირაკლი ლომიძემ.”
მისივე თქმით, მომხმარებელს მათი პროდუქციის შეძენა თბილისის გარდა რეგიონულ მაღაზიებშიც შეუძლიათ.
წყარო:bm.ge
როგორია რძის, ხორცისა და კვერცის წარმოების დინამიკა საქართველოში
ამასთან, 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9%-ით აღემატება 2019 წლის შედეგს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 %-ით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება.
რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, 2020 წლის IV კვარტალში 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 %-ით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია 2016-2020 წლებში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების დინამიკა.



წყარო:bpn.ge
10 რამ, რაც ფერმერმა უნდა იცოდეს ბანკის შესახებ
1. ბანკთან
ურთიერთობის ყველა ეტაპზე ბევრი
კითხვის დასმა სირცხვილი არ
არის.
2. საბანკო სექტორში
მაღალი კონკურენციაა, კონკურენტი ბანკების პირობების შედარება და შეჯიბრება ყოველთვის
კარგი აზრია.
3. ხელშეკრულების დადებამდე,
საქმეში ჩახედულ ადამიანთან კონსულტაციამ შეიძლება სამომავლო პრობლემები აგვარიდოს.
4. საკრედიტო, იპოთეკის
და თავდებობის პრინციპებში გარკვევა აუცილებელია ურთიერთობის დაწყებამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი თავდებობის მნიშვნელობის
გააზრება.
5. ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები, თუ ზუსტად რა
პროცედურები და რა ვადებში
ამოქმედდება სესხის გადახდის შეფერხების
შემთხვევაში.
6. სესხის პროცენტის,
გადახდის გრაფიკის, რესტრუქტურიზაციის და სხვა მახასიათებლების
უკეთეს პირობებზე მუდმივი “ვაჭრობა” ნორმალურია.
7. კომერციულ ბანკებს
ყავთ რეგულატორი ეროვნული ბანკის სახით. ეროვნულ
ბანკში შექმნილია მომხარებელბის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის
ფუნქციაა ბანკის კლიენტების უფლებების
დაცვა.
8. ბანკი არ
არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, მაგრამ იპოთეკის საგნის
გაყიდვით პრობლემური სესხის დაფარვა არასდროს
შედის ბანკის ინტერესში.
9. კარგი საკრედიტო
ისტორიის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო ურთიერთობებში
საკრედიტო დაწესებულებებთან.
10. პრობლემების დაწყებისთანავე
მნიშვნელოვანია ბანკის ინფორმირება და
გამოსავლის ძიებაზე საუბრის დაწყება. გაუთვალისწინებელი შემთხვევა ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მისი დამალვა
გამოსავალი არ არის.
ქართველი ფერმერის წარმატების ისტორია
სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ფერმერს წარმატებული ბიზნესისთვის სხვადასხვა ინფორმაციის ცოდნა სჭირდება: სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის ცოდნა, სადაზღვეო პროგრამებში გარკვევა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია. პროდუქციის წარმოებას კი, რეალიზება და ბაზრის მოძიება. მობილურმა აპლიკაცია „აგრონავტმა“ ფერმერისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში მოაქცია. „აგრონავტი“ „USAID Zrda“-ს დაფინანსებით, 2017 წელს ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რომელიც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების, ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს. პროგრამაში ორიათასზე მეტი ფერმერი დარეგისტრირდა.
ფინანსისტი კახა თუთბერიძე იმ ორიათასი ფერმერიდან ერთ-ერთია, რომელიც „აგრონავტის“ აპლიკაციის საშუალებით ახდენს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. აპლიკაციის საშუალებით წარმოებული პროდუქცია მომხმარებლამდე, „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის“ საშუალებით მიდის, რათა გაკონტროლდეს პროდუქციის ხარისხი.
პროფესიით ფინანსისტმა, დღეს კი წარმატებულმა ფერმერმა , კახა თუთბერიძემ იდეა რეალობად აქცია და თავის მეგობართან ერთან ერთად, რუსთავში სალათის ფურცლის სათბური გააკეთა. „ აწარმოესაქართველოში“ პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა 3 000 კვადრატული მიწა ქალაქ რუსთავშიმდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, უკვე დავიწყეთ სათბურის კონსტრუქციისმშენებლობა. კონსტრუქციის მოწყობაში ინვესტირება ჩვენი მხრიდან მოხდა. მოსავლის მოსაყვანადდაგვჭირდა აგრო სესხის აღება. პირველ ეტაპზე მივიღეთ სამი ტონა მოსავალი და დადგა მთავარისირთულე, პროდუქციის რეალიზაცია. პროდუქტის გასაღება შესაძლებელი იყო მხოლოდდეზერტირების ბაზარში. რეალიზაციის ეს წყარო საკმაოდ ქაოსურ მდგომარეობას ქმნიდა; ამასთან ახლდა არასტაბილური ფასი და რეალიზაცია ლატარიის პრინციპით. ყოველივე ამანგამოიწვია ის, რომ ჩემი ფერმერობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მართლაც არ ვაპირებდისაქმიანობის გაგრძელებას, შემთხვევით ინტერნეტში „აგრონავტის“ შესახებ ინფორმაციას რომ არგავცნობობდი. დარეგისტრირებიდან მოკლე დროში დამიკავშირდნენ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ და ასე დაიწყო ჩემი „აგრონავტთან“ მეგობრობა“.
ახალგაზრდა ფერმერი თავიდან მხოლოდ ორი სახეობის „ბიონდას“ და „ლოლა-როსას“ სალათის ფურცელს აწარმოებდა. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“, „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისა“ და „აჭარა ჯგუფის“ რეკომენდაციით (სადაც ხდება მობილურ აპლიკაცია „აგრონავტში“ განთავსებული პროდუქციის რეალიზაცია), კახა თუთბერიძემ დაიწყო სალათის ისეთი ჯიშების მოყვანა, როგორიც ქართულ ბაზარზე არ იწარმოება. ახალი სახეობის გამოჩენა ბაზარზე ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებას ქართული პროდუქტით, რაც ძალიან დიდი სტიმულია ქართველი ფერმერისთვის. „საქართველოში სხვა კულტურებთან შედარებით სალათის ფურცელი ჭარბად იწარმოება. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ და „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო“ კომპანიის რჩევით დავიწყე იმ ჯიშების წარმოება ,რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი იყო. ესენია: „მიზუნა“, „კეილი“, „პაჩკოი“, „რუკოლა“ და „ფენელი“. „აგრონავტის“ საშუალებით რეალიზაცია იმდენად გაიზარდა,რომ დღის წესრიგში დადგა მეორე სათბურის გახსნის აუცილებლობა. დაახლოებით ერთ თვეში 1000 კვადრატულ მეტრზე დასრულდება ახალი სათბურის მშენებლობა“.
წყარო: gfa.org.ge