საქსტატი: სამომხმარებლო კალათას ხაჭაპური, გაზის გამათბობელი, მინერალური წყალი და ტურისტული მოგზაურობა დაემატა

0
37088

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. 2019 წლის განახლებული კალათა გაზრდილია და მოიცავს 306 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას.

გასული წლის სამომხმარებლო კალათას გამოაკლდა 3 პროდუქტი კერძოდ,სოფლის რძე,საფანჯრე მინა,ტყემლის საწებელი და დაემატა 4 პროდუქტი:არაგაზირებული მინერალური წყალი,ხაჭაპური,გაზის გამათბობელი და ტურისტული მოგზაურობა.

ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.
სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. საქსტატი სამომხმარებლო კალათს ყოველწლიურად ანახლებს, აღსანიშნავია რომ შარშან მასში ცვლილებები არ შესულა.

2019 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრული მოხმარების სტრუქტურას და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს.

წყარო:commersant.ge 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here