სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.
ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.
ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.
„ჩვენამტიპისბადეებისიმპორტსდაადგილობრივფერმებშიმონტაჟსთავადვახორციელებდით, შესაბამისად, ვითარებაბაზარზეკარგადგვაქვსშესწავლილი. საქართველოშიბადეებზემაღალიმოთხოვნაა, რადგანაცბოლოწლებშიქვეყენაშიხილ–ბოსტნეულისდაკენკროვანებისმსხვილიფერმებისრაოდენობაგაიზარდა. გარდაამისა, ჩვენარამხოლოდსაქართველოზე, არამედმთელსრეგიონზევიმუშავებთ“ – ამბობს ის.
მაისურაძის თქმით, ქართული ბადეები კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი მეზობელ ქვეყნებშიც იქნება. კომპანია ასევე სამშენებლო ბადეების წარმოებას გეგმავს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს, მის რეალიზებას მხარს USAID-ის სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების განყოფილება უჭერს.
ქარხანა ჯერ არაა აშენებული, მაგრამ მის მომავალ პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე დღესაც ძალიან მაღალია – კომპანიამ 100 ჰექტარისთვის დამცავი ბადეების დამზადების შეკვეთები უკვე მიიღო.
ამ დროისთვის, იმის მიუხედავად, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და დასასრულს უახლოვდება. თურქეთში საწარმოსთვის აღჭურვილობის შეძენა მიმდინარეობს, ასევე თურქეთიდან საქართველოში სპეციალისტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ მუშახელს მოამზადებენ.
„მასალებიწარმოებისთვისასევეთურქეთიდანშემოვა, თუმცა, იმშემთხვევაში, თუგვექნებასხვა, უფრომომგებიანიშემოთავაზებები, თანამშრომლობისთვისმზადვართ“ – ამბობს ბიზნესმენი.
ეს რეგიონში ერთადერთი ასეთი საწარმო არ იქნება – სადღეისოდ ერთი მზგავსი ქარხანა სომხეთში მუშაობს, მაგრამ ავთანდილ მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, და საწარმო24-საათიან რეჟიმში, 3 ცვლაში იმუშავებს.
„ჯერ 100 ჰექტარისშეკვეთებიგვაქვს, თუმცა, ქარხნისამუშავებისშემდეგმოთხოვნამკვეთრადგაიზრდება, ჯერმხოლოდადგილობრივიფერმერებისმხრიდან, მოგვიანებითჩვენმთელსრეგიონსავითვისებთ“ – დარწმუნებულია ბიზნესმენი.
ქართველი ფერმერები ქარხნის გახსნას ელოდებიან, რადგანაც ამ დროისთვის ბადეებს ისინი უცხოეთში ყიდულობენ, რაც დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ბევრ ფერმერს სურს საკუთარი ბაღების ასეთი მეთოდით დაცვა, თუმცა, მაღალი ღირებულების და ტრანსპორტირებაზე დიდი დანახარჯების გამო, ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.
კომპანია „ტირიფონის ბაღების“ მფლობელის ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, ამ წარმოების გახსნით ბევრი მეწარმეა დაინტერესებული, და ეს არა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს ეხებათ.
„ჩვენსფერმაშისეტყვისსაწინააღმდეგობადე 31 ჰექტარზეადაყენებული, მაგრამჩვენის 10 წლისწინდავამონტაჟეთდასაჭიროაშეცვლა, ესმარტივიპროცესიარაა, დაჩვენწინასწარზუსტადუნდავიცოდეთბადეებსსადდარაფასადვყიდულობთ. ჩვენიტალიურიბადეებისგვაქვს, მაგრამისსაკმაოდძვირია – 2700 ევრო 1 ჰექტარი, დაესტრანსპორტირებისდაგანბაჟებისგარეშე“ – განაცხადა მეწარმემ.
მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქტის შეძენა მომგებიანია, რადგანაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ის პირველ რიგში მაღალი ხარისხის უნდა იყოს, წინაამღდეგ შემთხვევაში ბიზნესს ბადეების შემოტანა ისევ უცხოეთიდან მოუწევს.
წყარო:commersant.ge