ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის მომავალზე კომენტარი მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გააკეთა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული გზავნილები თავსებადია პროგრამასთან და ამ კუთხით მხოლოდ გააქტიურებას ელის. პროგრამის გაუქმება არ იგეგმება, თუმცა ოფიციალური შეხვედრა მათ შორის ჯერ არ შემდგარა.
,,ახალ პრემიერთან ოფიციალური შეხვედრა სააგენტოს არ ჰქონია, ველოდებით ახალი მინისტრის ნომინირებას, თუმცა ის მესიჯები რაც პრემიერმა გააჟღერა, აბსოლუტურად თავსებადია იმ გეგმებთან, რაც “აწარმოე საქართველოს’’ ჰქონდა. მე მხოლოდ გააქტიურებას ვიმედოვნებ, პროგრამების დახვეწას და ახალი მიმართულების დამატებას. არანაირი პროგრამის გაუქმება არ იგეგმება, იგეგმება მათი დახვეწა, რაც ისედაც გასაკეთებელი იყო. ჩვენ მუდამ უნდა ვადევნოთ თვალი და ვაანალიზოთ ის პროგრამები, რასაც ვახორციელებთ და შესაბამისად გამოვიტანოთ დასკვნები, გავაუმჯობესოთ და დავამატოთ ახალი კომპონენტები’’ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
წყარო:bm.ge