Home Blog

როგორ დავიცვათ ფერმა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისგან

0

სახელმძღვანელო შექმნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართული არიან, ან აპირებენ ჩაერთონ მესაქონლეობის სექტორში, რათა ისინი უკეთ გაერკვნენ საქონლის ძირითად ქრონიკულ დაავადებებთან (ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და ლეიკოზი) დაკავშირებულ საფრთხეებთან მიმართებაში და მოახდინონ დროული და სათანადო პრევენცია.

თანამედროვე სტილის მერძეული ფერმის მზა ნახაზები

0

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“ ფარგლებში შემუშავდა თანამედროვე სტილის მერძეული ფერმის მზა ნახაზები. ნახაზები შედგენილია ცალ-ცალკე, როგორც მაღალმთიანი ზონისათვის (ნალექების გათვალისწინებით), ასევე დაბალი ზონისათვის. ფერმის მშენებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე გაეცანით SQIL პროექტის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოს „როგორ ავაშენოთ მესაქონლეობის ფერმა“.

ფერმის ნახაზები:

დაბალი ზონისათვის (ბარი)

მაღალმთიანი ზონისათვის (მთა)

პლასტმასის რეციკლირების საწარმო

0

შპს პოლივიმი, რომელიც აშენებს პირველ პლასტმასის (PET) ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღმდგენა) და პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს საწარმოს საქართველოში, მზადაა ჩაიბაროს/შეისყიდოს ფერმერული საქმიანობის შედეგად დარჩენლი პლასტმასის (PET,PP,PE) ნარჩენი (პოლიმერული ფირები,პლასტმასის კონტეინერები და ა.შ.) შემდეგი გადამუშავების მიზნით.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ პირველი ნაბიჯები გადავდგათ საქართველოში გარემოს ნარჩნების დაბინძურების აღმოსაფხვრელად.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ:

                          ელექტრონულ მისამართზე – [email protected]

                          საკონტაქტო ნომერი – (+955) 591 21 27 12

ველით თქვენს გამოხმაურებას.

„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი

0

კომპანია Glenberries-მა 2020 წელს ექსპორტზე დაახლოებით 11 კონტეინერი გაყინული ხილ-ბოსტნეული გაიტანა, რაც 1.134 მლნ დოლარის ღირებულების 252 ტონა პროდუქციას მოიცავს. კომპანიის საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალში გაყინული და დაფქული მარწყვი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და მოცვია.

„საქართველოში სოფლის მეურნეობის გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტით ხუთ წელიწადში 2 მლრდ დოლარის შემოტანა შემიძლია. მომეცით ის ხალხი, ვისაც გერმანიაში უშვებენ და მათ გარანტირებული შემოსავალი ექნებათ საქართველოში. მართალია 2020 წელს ისრაელსა და ამერიკაში ერთეული კონტეინერის პროდუქცია გავიტანეთ, თუმცა, წელს ეს მოცულობები უფრო გაიზრდება“, – უთხრა BM.GE-ის Glenberries-ის დამფუძნებელმა რაფაელ მაღალაშვილმა.

მაღალაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ნედლი პროდუქტის საჭირო რაოდენობების არარსებობის და ასევე მაღალი ფასის გამო, პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან, ჩილედან და ეგვიპტიდან უწევს.

„2020 წელი ძალიან რთული წელი იყო. ექსპორტზე გავიტანეთ პროდუქტი, თუმცა იმ რაოდენობით არა, რა მოთხოვნაც იყო. 2020 წელს ფაქტობრივად 2021 წლისთვის მოვემზადეთ. წელს უკვე კვირაში ორ კონტეინერს მაინც ვუშვებთ. ბაზრების მოპოვებაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ საქართველოს ბაზარზე საკმარისი რაოდენობის ნედლეული არაა, რომ ექსპორტი განვახორციელო. მე რომ ბაზარზე არსებული რესურსი მოვიძიო, ეს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე არსებული მოთხოვნის 1% იქნება. აქ საუბარი არ არის რომ გლეხის მიერ ნახევარ ჰა-ზე მოყვანილი ხუთი ტონა პროდუქტის შეძენას შევძლებ და ამით ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას დავაკმაყოფილებ. ასე არ არის. სამწუხაროდ, ადგილობრივ პროდუქტზე ფასი ძალიან დიდია, ამიტომ მიწევს ნედლი პროდუქტის იმპორტი, იმისთვის რომ პარტნიორებიდან წამოსული მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილო“, – ამბობს მეწარმე.

რაფიელ მაღალაშვილი ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზად ფერმერების მხრიდან საჭირო ცოდნის არარსებობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მისთვის სამაცივრე მეურნეობების ასამოქმედებლად ხშირად მიუმართავთ.

„ნედლი პროდუქტი ეგვიპტიდან და ჩილედან შემომაქვს, ვამუშავებ და აშშ-ში გამაქვს. ექსპორტში ჩვენი ნედლეულით ნაწარმოებ პროდუქტს 5% უკავია. ჩვენი მეურნეობიდან წელს 1 200 ტონა მარწყვს ველოდები, მაშინ როდესაც ჩემს საწარმოში წელიწადში 6 000 ტონა მარწყვის გადამუშავება შეგვიძლია. ფერმერებს რომ ვუთხრა მოდით მარწყვი მომყიდეთ-თქო, მათ მიერ დადებულ ფასს ვერ გადავიხდი. ამიტომ ეგვიპტიდან შემომაქვს მარწყვი კვირაში ორი კონტეინერი, ვამუშავებ და აშშ-ში გამაქვს“, – განმარტა რაფაელ მაღალაშვილმა და დასძინა, რომ კომპანია ხვალიდან აშშ-ის მიმართულებით ბულგარული წიწაკის ექსპორტს იწყებს, რომლის ნაწილი ადგილობრივი პროდუქტიდან არის ნაწარმოები, ნაწილი კი თურქეთიდანაა იმპორტირებული.

„წელს 2 100 ტონა მარტო ბულგარული წიწაკა უნდა მივაწოდო აშშ-ის. იმდენი ფული არ მაქვს რომ ადგილობრივებს უფრო მეტი გადავუხადო. ჩემი შემოსავალი გაყიდული პროდუქციიდანაა“, – აღნიშნავს ის.

დღეისთვის კომპანია Glenberries-ი 24 ჰა მარწყვის პლანტაციას, 17 ჰა-ზე გაშენებულ ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს სათბურებს და სამაცივრე-გადამამუშავებელ მრეწველობას მართვას, თუმცა ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო წარმოების გაფართოებას გეგმავს.

წყარო:bm.ge

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

0

სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.

 ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.

 ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.

ჩვენამტიპისბადეებისიმპორტსდაადგილობრივფერმებშიმონტაჟსთავადვახორციელებდითშესაბამისადვითარებაბაზარზეკარგადგვაქვსშესწავლილისაქართველოშიბადეებზემაღალიმოთხოვნაარადგანაცბოლოწლებშიქვეყენაშიხილბოსტნეულისდაკენკროვანებისმსხვილიფერმებისრაოდენობაგაიზარდაგარდაამისაჩვენარამხოლოდსაქართველოზეარამედმთელსრეგიონზევიმუშავებთ – ამბობს ის.

 მაისურაძის თქმით, ქართული ბადეები კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი მეზობელ ქვეყნებშიც იქნება. კომპანია ასევე სამშენებლო ბადეების წარმოებას გეგმავს.

 პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს, მის რეალიზებას მხარს USAID-ის სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების განყოფილება უჭერს.

ქარხანა ჯერ არაა აშენებული, მაგრამ მის მომავალ პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე დღესაც ძალიან მაღალია – კომპანიამ 100 ჰექტარისთვის დამცავი ბადეების დამზადების შეკვეთები უკვე მიიღო.

ამ დროისთვის, იმის მიუხედავად, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და დასასრულს უახლოვდება. თურქეთში საწარმოსთვის აღჭურვილობის შეძენა მიმდინარეობს, ასევე თურქეთიდან საქართველოში სპეციალისტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ მუშახელს მოამზადებენ.

მასალებიწარმოებისთვისასევეთურქეთიდანშემოვათუმცაიმშემთხვევაშითუგვექნებასხვაუფრომომგებიანიშემოთავაზებებითანამშრომლობისთვისმზადვართ – ამბობს ბიზნესმენი.

 ეს რეგიონში ერთადერთი ასეთი საწარმო არ იქნება – სადღეისოდ ერთი მზგავსი ქარხანა სომხეთში მუშაობს, მაგრამ ავთანდილ მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, და საწარმო24-საათიან რეჟიმში, 3 ცვლაში იმუშავებს.

ჯერ 100 ჰექტარისშეკვეთებიგვაქვსთუმცაქარხნისამუშავებისშემდეგმოთხოვნამკვეთრადგაიზრდებაჯერმხოლოდადგილობრივიფერმერებისმხრიდანმოგვიანებითჩვენმთელსრეგიონსავითვისებთ – დარწმუნებულია ბიზნესმენი.

 ქართველი ფერმერები ქარხნის გახსნას ელოდებიან, რადგანაც ამ დროისთვის ბადეებს ისინი უცხოეთში ყიდულობენ, რაც დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ბევრ ფერმერს სურს საკუთარი ბაღების ასეთი მეთოდით დაცვა, თუმცა, მაღალი ღირებულების და ტრანსპორტირებაზე დიდი დანახარჯების გამო, ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.

კომპანია „ტირიფონის ბაღების“ მფლობელის ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, ამ წარმოების გახსნით ბევრი მეწარმეა დაინტერესებული, და ეს არა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს ეხებათ.

 ჩვენსფერმაშისეტყვისსაწინააღმდეგობადე 31 ჰექტარზეადაყენებულიმაგრამჩვენის 10 წლისწინდავამონტაჟეთდასაჭიროაშეცვლაესმარტივიპროცესიარაადაჩვენწინასწარზუსტადუნდავიცოდეთბადეებსსადდარაფასადვყიდულობთჩვენიტალიურიბადეებისგვაქვსმაგრამისსაკმაოდძვირია – 2700 ევრო 1 ჰექტარიდაესტრანსპორტირებისდაგანბაჟებისგარეშე“ – განაცხადა მეწარმემ.

 მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქტის შეძენა მომგებიანია, რადგანაც გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ის პირველ რიგში მაღალი ხარისხის უნდა იყოს, წინაამღდეგ შემთხვევაში ბიზნესს ბადეების შემოტანა ისევ უცხოეთიდან მოუწევს.

წყარო:commersant.ge

“მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს” – ლევან დავითაშვილი

0

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა.

„სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ, პანდემიის მიუხედავად, მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ლაბორატორიული კვლევების კუთხით არსებული პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია. 2020 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია.

დღეისათვის, უკვე დანერგილია თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე, აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია; 13 კვლევაზე აკრედიტაციის მიღება უახლოეს პერიოდში მოხდება, დარჩება მხოლოდ 30 პარამეტრი, რომელიც რეფერენტული მეთოდით იქნება აკრედიტებული. ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ კუთხით აღარ არსებობდეს ბარიერი სექტორის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის პროგრესი, რაც ბოლო პერიოდში მეფუტკრეობის სექტორში შეიმჩნევა, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები ევროკავშირმა აღიარა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. 2020 წელს, საქართველოდან განხორციელდა 21.7 ტონა თაფლის ექსპორტი, რაც 15.3 ტონით (3.4-ჯერ) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს; ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12.9 ტონა) და აშშ-ში (4.9 ტონა), ასევე, კანადაში (1.8 ტონა) და ყატარში (1.2 ტონა). 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული თაფლის ექსპორტი 6.7-ჯერ გაიზარდა.

ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებასთან ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების შეთანხმების/აღიარების მიმართულებით. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან.

შეხვედრაზე, კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრის დანერგვა. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის რძისა და შხამის, ასევე დინდგელის კვლევის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფუტკრის მოვლის თანამედროვე მიდგომების შესახებ გაიდლაინების შემუშავება, ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა.

წყარო:bm.ge